0
01
Bikes11
02
Accessories58
03
Components65
04
Apparel & gear28

Services

Specialized 50: როგორ იქცა ველოსიპედით მოგზაურობა მსოფლიო ბრენდად

ბრენდები · 16 ნოემბერი, 2026
Specialized-ის პირველი სახელოსნოს ატმოსფერო. ფოტო: Specialized

Specialized-მა დაარსებიდან 50 წელი აღნიშნა და ამ თარიღს სპეციალური პროექტი მიუძღვნა. ბრენდის ისტორია 1974 წელს იწყება: დამფუძნებელმა მაიკ სინიარდმა თავისი Volkswagen-ის მიკროავტობუსი გაყიდა, რომ ველოსიპედით ევროპა მოევლო. მოგზაურობისას მან შეამჩნია, რომ ამერიკაში ძნელად საშოვნი ნაწილების შემოტანა შეიძლებოდა. ასე დაიწყო ბიზნესი.

სინიარდის თქმით, თავიდანვე გადაწყვიტა, ყურადღება რაიდერის საჭიროებებზე და ისეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე გაემახვილებინა, რომლებიც ტარებას რეალურად აუმჯობესებს. ბრენდის პირველი პროდუქტი, Specialized Touring, 1976 წელს გამოვიდა, ორწლიანი შემუშავების შემდეგ. ეს იყო პირველი მაღალი კლასის საბურავი, რომელიც ჩვეულებრივ, კამერიან რკალზე მონტაჟდებოდა.

Specialized-ის პირველი პროდუქტი, Touring საბურავი. ფოტო: Specialized

1980 წელს Specialized-მა ოსტატ ტიმ ნინანთან ერთად პირველი ველოსიპედები, Sequoia და Allez, შექმნა. ერთი წლის შემდეგ კი Stumpjumper გამოვიდა, რომელმაც სამთო ველოსიპედი ვიწრო წრის გატაცებიდან მასობრივ სპორტად აქცია. 1988 წელს, როცა აშშ-ში ბილიკებს მასობრივად კეტავდნენ, Specialized-მა პირველი თანხა გაიღო IMBA-ს შესაქმნელად. ეს ორგანიზაცია დღემდე იცავს რაიდერების უფლებას ბილიკებზე.

Stumpjumper-ის რეკლამა: „ეს არ არის უბრალოდ ახალი ველოსიპედი, ეს ახალი სპორტია“. ფოტო: Specialized

90-იან წლებში ბრენდმა სამთო სპორტში ლიდერობა გაიმყარა. 1990 წელს ნედ ოვერენდმა Stumpjumper Epic-ით კროს-ქანთრის პირველი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 1992 წელს S-Works დაიბადა, 1993 წელს FSR სრული ამორტიზაცია, 1997 წელს კი Body Geometry, პირველი უნაგირი, რომელიც მეცნიერულად იცავს სისხლის მიმოქცევას და ნერვებს.

2000 წელს Specialized ევროპულ პროფესიულ პელოტონში შევიდა, რომ საგზაო ველოსიპედებში საუკეთესოებისგან ესწავლა. პირველი ელიტური მსოფლიო ტიტული 2002 წელს მოვიდა, შემდეგ კიდევ ბევრი. 2003 წელს Tarmac შეიქმნა, 2004 წელს Roubaix, 2010 წელს კი ბრენდმა Tarmac-ზე პირველი „ტურ დე ფრანსი“ მოიგო. 2012 წელს Specialized-მა ელექტრო ველოსიპედების Turbo ხაზი წარადგინა.

Specialized-ის გუნდები პროფესიულ რბოლებში. ფოტო: Specialized

ბრენდი სოციალურ პროექტებსაც აფინანსებს. 2014 წელს სინიარდმა Outride დააარსა, რომლის Riding for Focus პროგრამა 300-ზე მეტ სკოლასთან თანამშრომლობს და წელიწადში 50 000-ზე მეტ ახალგაზრდას ეხება. მომდევნო 50 წლის მისიას Specialized „Pedal the Planet Forward“-ს უწოდებს: ბრენდის აზრით, ველოსიპედი ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ეკოლოგიას ერთად ეხმარება.

bikes.ge Specialized-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

წყარო: Specialized, „A 50-Year Tradition of Innovation“ — ორიგინალი სტატია
ტექსტი: bikes.ge-ს რედაქცია