
Specialized-მა S-Works-ის ლიმიტირებული კოლექცია Built for Legends LTD წარადგინა. კოლექცია ბრენდის სარბოლო მემკვიდრეობას ეძღვნება. ყველა ნივთი ერთ, ექსკლუზიურ „Made in Racing Red“ ფერშია და მისი დეტალები სპორტის ყველაზე ცნობილი სარბოლო ველოსიპედებითაა შთაგონებული.
ველოსიპედები მცირე რაოდენობითაა გამოშვებული და თითოეულს საკუთარი ნომერი აქვს. ბრენდის სიტყვებით, როცა გაიყიდება, ხელახლა აღარ გამოვა. კოლექციაში ოთხი სარბოლო ველოსიპედი და ორი აქსესუარია.
საგზაო ველოსიპედებს S-Works Tarmac SL9 LTD წარმოადგენს. Specialized-ის ქართულ ოფიციალურ საიტზე მისი ფასი €14,999-ია. კროს-ქანთრის რაიდერებისთვის გამოვიდა S-Works Epic 9 LTD (€15,499), ციკლოკროსისა და გრეველისთვის S-Works Crux 5 LTD (€14,999), დაუნჰილისთვის კი S-Works Demo 11 LTD (€13,499).
კოლექციას ორი აქსესუარი ავსებს: აეროდინამიკური ჩაფხუტი S-Works Evade 4 LTD (€329) და საგზაო ფეხსაცმელი S-Works Ares 2 LTD (€479). ორივე იმავე სარბოლო წითელ ფერშია.
ლიმიტირებული სერიები Specialized-ისთვის ბრენდის ისტორიის მოყოლის ერთ-ერთი გზაა. „Made in Racing“ კომპანიის დევიზია: S-Works-ის პროდუქტებს იგივე სახით ყიდულობენ, რა სახითაც მათზე პროფესიონალები რბოლებს იგებენ.
კოლექციის ნივთების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციისთვის მიმართეთ bikes.ge-ს, Specialized-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.