Motorex სრული სერვისის ნაკრები

Motorex · მოვლის საშუალება

ამოირჩიე
აქსესუარი

ინტერნეტ მაღაზიის ფასი

145ლარი

საცალო ფასი

145ლარი

ადგილზე მიტანის სერვისისთვის დაგვიკავშირდით

აირჩიე ფერი:

აირჩიე აქსესუარი

რაოდენობა

შეძენის მეთოდები

მოდელის შესახებ

Motorex · შვეიცარიული ბრენდი · მოვლის საშუალება
Motorex სრული სერვისის ნაკრები
რეგულარული რეცხვა ტალახსა და მტვერს აშორებს, რომლებიც დეტალებს ცვეთს.
მოვლა
კატეგორია
შვეიცარიული
ბრენდი

ვისთვის არის Motorex სრული სერვისის ნაკრები

01
სუფთა ველოსიპედი
რეგულარული რეცხვა ტალახსა და მტვერს აშორებს, რომლებიც დეტალებს ცვეთს.
02
დეტალების სიცოცხლე
სუფთა ჯაჭვი და გადაცემები უფრო დიდხანს ძლებს და ჩუმად მუშაობს.
03
ტალახიანი გასვლის შემდეგ
რაც მალე გარეცხავ, მით ადვილად მოშორდება ჭუჭყი.

დეტალური აღწერა

Motorex BIKE CLEANING KIT

პრაქტიკული და სრული მოვლის ნაკრები ველოსიპედისთვის — შეიცავს MOTOREX-ის სამი ძირითადი მოვლის პროდუქტს და დამატებით აქსესუარებს (სპონჟს და ტილოს), ყველაფერი მოთავსებულია მოსახერხებელ ბაკეტში, რომლის თავსახურიც გამოყენების შემდეგ უზრუნველყოფს მარტივ შენახვას.


🔹 კომპლექტში შედის:

  • 1x BIKE CLEAN 500 მლ – ველოსიპედის წმენდის სითხე

  • 1x EASY CLEAN 500 მლ – ჯაჭვისა და დეტალების დეგრესერი

  • 1x DRY POWER 100 მლ – მშრალი პირობებისთვის განკუთვნილი ჯაჭვის საპოხი

  • სპონჟი და ბამბის ტილო

  • ბაკეტი თავსახურით


🧴 Motorex BIKE CLEAN (500 მლ)

ბიოდეგრადირებადი, გამხსნელების გარეშე შექმნილი სწრაფმოქმედი წმენდის სითხე. ეფექტურად აშორებს ზეთს, ცხიმს და მყარად მიჩენილ ჭუჭყს. შესაფერისია ყველა ტიპის ველოსიპედისთვის (მათ შორის – carbon frame tested).

მახასიათებლები:

  • სწრაფად ბიოდეგრადირებადი

  • არ შეიცავს გამხსნელებს ან ტოქსიკურ ნივთიერებებს

  • არაზიანებს ზედაპირს

  • შესანიშნავი ადჰეზია და მცირე მოხმარება

  • შესაძლებელია განზავება წყლით (მაქს. 1:2)

გამოყენება:
შესპრიცეთ ველოსიპედზე, დაელოდეთ 3–5 წუთი (არ გამოიყენოთ მზეზე), შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით (არ მიმართოთ წნევის ჭავლი პირდაპირ საკისრებზე). გაშრობის შემდეგ ჯაჭვი აუცილებლად ხელახლა შეზეთეთ.


⚙️ Motorex EASY CLEAN (500 მლ)

ძალიან ძლიერი, ბიოდეგრადირებადი დეგრესერი ჯაჭვისა და მექანიკური ნაწილებისთვის. აშორებს ზეთს, ფისებსა და მძიმე ჭუჭყს, არ ტოვებს ნალექს და სწრაფად შრება.

მახასიათებლები:

  • სწრაფად ბიოდეგრადირებადი

  • ძალიან ძლიერი წმენდის უნარი

  • აშორებს ფისსა და ზეთს

  • არ არის კოროზიული

  • აორთქლდება ნარჩენის გარეშე

გამოყენება:
დაასხით ჯაჭვზე ან ნაწილზე, დაელოდეთ ცოტა ხანს, შემდეგ გაწმინდეთ ჯაგრისით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ და გააშრეთ.
⚠️ შენიშვნა: გამოყენების შემდეგ დეტალები დაუყოვნებლივ შეაზეთეთ MOTOREX CITY LUBE, DRY LUBE ან WET LUBE-ით.


🚴 Motorex DRY POWER (100 მლ)

სინთეტიკური, ზეთზე და ცვილზე დაფუძნებული ჯაჭვის საპოხი მშრალი ამინდისთვის. იდეალურია მტვრიან და მშრალ პირობებში, არ იზიდავს მტვერს, იცავს კოროზიისგან და უზრუნველყოფს რბილ გადართვას.

მახასიათებლები:

  • სწრაფად ბიოდეგრადირებადი

  • არ შეიცავს მძიმე მეტალებს

  • ძლიერი ადჰეზია და შესანიშნავი შეღწევადობა

  • მტვრისა და ჭუჭყის წინააღმდეგ ეფექტური

  • მაღალი დაცვა ჟანგისა და ოქსიდაციისგან

  • შესაფერისია რბოლებისთვის

გამოყენება:
წაისვით მშრალ ჯაჭვზე, თან შეამოძრავეთ პედლები, რომ ზეთი თანაბრად გადანაწილდეს.
დაბინძურებული ჯაჭვი წინასწარ გაწმინდეთ MOTOREX EASY CLEAN-ით.
⚠️ მოერიდეთ მუხრუჭებთან შეხებას, რათა არ შეამციროთ მათი ეფექტურობა.

როგორ მოვუარო ველოსიპედს

01
გარეცხე
დაასველე ველოსიპედი, დაასხი საწმენდი, გახეხე რბილი ჯაგრისით და ჩამოიბანე წყლით.
02
გააშრე
გაამშრალე ჩარჩო და ჯაჭვი რბილი ნაჭრით.
03
დაზეთე
ჯაჭვი ყოველი რეცხვის შემდეგ დაზეთე და ზედმეტი ზეთი მოწმინდე.

ხშირად დასმული კითხვები

შეიძლება მაღალი წნევის წყლით რეცხვა?

ძლიერი ჭავლი საკისრებში წყალს უშვებს და საპოხს რეცხავს. საკისრებთან (მორგვები, კარეტა, საჭის კოლონა) ახლოდან ნუ მიუშვერ.

რამდენად ხშირად გავრეცხო ველოსიპედი?

ტალახიანი ან წვიმიანი გასვლის შემდეგ — იმავე დღეს. მშრალ ამინდში ქალაქში სიარულისას — საჭიროებისამებრ.

ბრენდის შესახებ

Motorex
შვეიცარიული ბრენდი · 1917 წლიდან
Oil of Switzerland
Motorex 1917 წელს შვეიცარიაში, ლანგენთალში დაარსდა და დღემდე ოჯახური კომპანიაა. ბრენდი ქმნის ზეთებს, საპოხებსა და მოვლის საშუალებებს ველოსიპედისა და მოტოციკლისთვის.
1917
დაარსების წელი
ლანგენთალი
შვეიცარია
რჩევა: თუ არ ხარ დარწმუნებული, რომელი მოდელი გჭირდება, მოგვწერე ან მოდი მაღაზიაში — შერჩევაში დაგეხმარებით. ნახე ამ კატეგორიის ყველა პროდუქტი bikes.ge-ზე.