Specialized · ამერიკული ბრენდი · სამთო ჰარდთეილი · 29"
Specialized Rockhopper Sport 29" GLDMET/STLNMET
Rockhopper Specialized-ის კლასიკური სამთო ჰარდთეილია: მსუბუქი ალუმინის ჩარჩო, თანამედროვე გეომეტრია და კომპონენტები, რომლებიც ბილიკზეც და ქალაქშიც საიმედოდ მუშაობს.
01
პირველი სერიოზული სამთო ველოსიპედი
თუ გინდა, რომ ტყის გზებსა და ბილიკებზე თავი დარწმუნებულად იგრძნო.
02
ქალაქი და ბუნება
სამსახურში ორმოიან ქუჩებზე, შაბათ-კვირას კი ლისის ქედზე — ერთი ველოსიპედი ორივესთვის.
03
ფიტნესი
სამთო ტარება მთელ სხეულს ავარჯიშებს და სუფთა ჰაერზე გატარებს.
04
ნებისმიერი სიმაღლის რაიდერს
რამდენიმე ზომის ჩარჩო — შეარჩიე შენს სიმაღლეზე.
01
ჩარჩო
Specialized A1 უმაღლესი ხარისხის ალუმინი, Zero-Stack საჭის ჭიქა, შიდა გაყვანილობა, 135x9მმ ჭედური ღერძის სამაგრები (Dropouts), ჩარჩოს ქვედა ბუმბულზე დამონტაჟებული…
02
ჩანგალი / ამორტიზატორი
SR Suntour XCM 29, 30მმ შტოკები, Rx Tune, ზამბარიანი, Custom Multi-Circuit ჰიდრავლიკური ჩაკეტვით (Lockout), QR, 90/100მმ სვლა (ზომის მიხედვით), 42მმ ოფსეტი
03
ტრანსმისია
MicroSHIFT Advent, 9-სიჩქარიანი
04
უკანა გადამრთველი
MicroSHIFT Advent, 9-სიჩქარიანი, Clutch-ის გარეშე
05
მუხრუჭები
Tektro BR-M275, ჰიდრავლიკური დისკი, 160/180მმ როტორები
06
საბურავები
Ground Control, 27.5/29 x 2.35", T5
სიმაღლე საორიენტაციოა. მარაგში არსებული ზომებია ნაჩვენები — მოდი მაღაზიაში და ადგილზე მოგარგებთ.
01
ლისის ტბა და ლისის ქედი
ტბის გარშემო სწორი წრე გასახურებლად, ზემოთ კი ქედის ბილიკები ხედებით მთელ ქალაქზე. საუკეთესო ადგილი დასაწყებად.
02
კუს ტბა – ვაკის პარკი
ტყის გზები და სერპანტინი ვაკიდან კუს ტბამდე; ზემოდან შეგიძლია მთაწმინდისკენ გააგრძელო.
03
მთაწმინდა – უძო – კოჯორი
გრძელი აღმართები და ტყის გრუნტის გზები მათთვის, ვისაც მეტი სიმაღლე უნდა.
04
თბილისის ზღვა
ღია ხრეშიანი გზები სანაპიროს გასწვრივ — მშვიდი, გრძელი გასვლებისთვის.
01
ბაკურიანი
ტყის გზები და ზაფხულის ბილიკები კოხტაგორასა და დიდველის გარშემო.
02
ბორჯომი
პარკის გრუნტის გზები და ხეობები — ჩრდილი და სუფთა ჰაერი ზაფხულშიც.
03
საბადური
თბილისიდან ერთ საათში: ტყის გზა, რომელიც ყველა სეზონზე ლამაზია.
04
კახეთი
სიღნაღისა და თელავის მიდამოების სოფლის გზები — ვენახებს შორის მშვიდი ტარება.

ამერიკული ბრენდი · 1974 წლიდან
კალიფორნიიდან, რაიდერებისთვის
Specialized 1974 წელს დააარსა მაიკ სინიარდმა კალიფორნიაში. კომპანიის შტაბ-ბინა მორგან ჰილშია და დღემდე ერთი პრინციპით მუშაობს: ველოსიპედებს რაიდერები ქმნიან რაიდერებისთვის. bikes.ge Specialized-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.
ოფიციალური
დისტრიბუტორი საქართველოში