21 წლის ჰენრი კიფერისთვის (Canyon CLLCTV) ვისლერის დაუნჰილის მსოფლიო თასის ფინალი, 28 სექტემბერს, დრამატულად დასრულდა. ფინიშის წინ ბოლო ქვიან მონაკვეთზე ჯაჭვი გაუწყდა, ფეხები პედლებს მოსწყდა და ფინიშის ბოლო ნახტომზე დაეცა.
საინტერესოა, რომ ველოსიპედმა ფინიშის ხაზი ისეთი დროით გადაკვეთა, რომელიც მეექვსე ადგილისთვის იკმარებდა. თავად კიფერმა ფინიში ფეხით გადაკვეთა და საბოლოოდ 23-ე ადგილზე გავიდა (+17.203 წამი).
მთავარი კი ისაა, რომ კიფერი არ დაშავებულა. როგორც თავად ამბობს, ამაში დიდი დამსახურება airbag ჟილეტს მიუძღვის. ის სეზონის ბოლო ეტაპზე, ლეიკ-პლესიდში, უკვე მომავალ შაბათ-კვირას გამოვა.
ეს ამბავი კარგად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია დამცავი ეკიპირება, განსაკუთრებით დაუნჰილსა და ენდუროში. ჩაფხუტი, ზურგის და მუხლის დამცავები სწორად უნდა შეირჩეს. ამაში ჩვენს მაღაზიაში, ვაკეში, სიამოვნებით დაგეხმარებით.
წყარო: Sarah Moore, Pinkbike, 28.09.2026. სრული სტატია Pinkbike-ზე. ქართული მიმოხილვა მომზადებულია bikes.ge-ს მიერ.