
Pinkbike-მა Outside-ის (Velo) მიმოხილვა გამოაქვეყნა Salsa Fargo 32-ზე. ეს ბაზარზე პირველი ფართოდ ხელმისაწვდომი გრეველ ველოსიპედია 32-ინჩიანი თვლებით. ტესტის დასკვნა შერეულია, თუმცა დადებითისკენ იხრება.
Salsa-მ Fargo 32 გაზაფხულზე, Sea Otter-ის გამოფენაზე წარადგინა. ველოსიპედი ფოლადისა და ტიტანის ჩარჩოებით იყიდება, S-დან XL-მდე ზომებში, და 32×2.4" საბურავს იტევს. Fargo თითქმის ორი ათწლეულია ბრენდის ბაიკპეკინგის ხაზის მთავარი მოდელია.

ტესტერის თქმით, დიდი თვლის მთავარი სარგებელი მოჭიდება და სტაბილურობა აღმოჩნდა, უსწორმასწორო გზაზე სიგლუვე კი მოლოდინზე ნაკლებად იგრძნობოდა. აჩქარებული ველოსიპედი სიჩქარეს კარგად ინარჩუნებს და დაბრკოლებებზე იოლად გადადის.
სამაგიეროდ, გრძელი და გაშლილი გეომეტრიის გამო მართვა და აჩქარება ზანტია. Velo-ს შეფასებით, ეს გეომეტრია ბარგით დატვირთულ ველოსიპედზე სწორედ ის არის, რაც ბაიკპეკინგს სჭირდება.

სამთო ველოსიპედებმა 26 ინჩიდან ჯერ 27.5-ზე, შემდეგ კი 29-ზე გადაინაცვლეს. 32 ინჩი ჯერ ექსპერიმენტულ ეტაპზეა. მიმომხილველების აზრით, ახალ ზომაზე დასკვნების გასაკეთებლად ბაზარს მეტი ასეთი ველოსიპედი სჭირდება.